weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე 4 მედალი მოიპოვა

12:49 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრან სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა.

ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა: ვერცხლის მედალი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ), რომელიც მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს. ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ).

ამრიგად, ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეჯიბრი 23-25 თებერვალს ელის, როდესაც დიუსელდორფში ასევე გრან სლემის გათამაშებაში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]