weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე სიტუაციას გააკონტროლებს“ - ჯანი ინფანტინო

11:17 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დარწმუნებულია, რომ მასპინძელი რუსეთი მოახლოებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს კარგ ორგანიზებას გაუკეთებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბილბაოში რუს და ბასკ ფანებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 1 პოლიციელი დაიღუპა. ინციდენტის შემდეგ სპორტულ წრეებში, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკებდნენ რუსი გულშემატკივრების საქციელს, რამაც ნაწილობრივ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სიმშვიდეზე და სიტუაციას გააკონტროლებს. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად უამრავი ქვეყნიდან იქნებიან ტურისტები ოჯახებითა და ბავშვებით, ასე რომ, ყველაფერმა უსაფრთხოდ უნდა ჩაიაროს“, - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]