weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

არგენტინის ნაკრებს ხორხე სამპაოლი გაწვრთნის

10:29 შაბათი, 20 მაისი 2017 hits 1245

საფეხბურთო კლუბ „სევილიას“ არგენტინელმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ მალე არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს. როგორც 57 წლის სპეციალისტმა განაცხადა, მისი ოცნება სამშობლოს ნაკრების გაწვრთნა იყო და ამიტომაც, ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შეუძლია.

„სევილიას არგენტინის ნაკრების გამო ვტოვებ. ვაღიარებ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა არგენტინის ნაკრებში მუშაობა და ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლო. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ხორხე სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინას ბოლოს ედგარდო ბაუსა წვრთნიდა, რომელსაც მწვრთნელად დანიშვნიდან ერთ წელიწადში პოსტის ვადაზე ადრე დატოვება წარუმატებელი შედეგების გამო მოუწია. „ალბისელესტე“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ათგუნდიანი შესარჩევი ეტაპის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, რაც პირდაპირ ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი არაა და შესაბამისად არგენტინელებს რთულ სიტუაციაში აყენებს.

რაც შეეხება ხორხე სამპაოლის, მან „სევილია“ გასულ ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა, რაც ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის საშუალებას აძლევს. „სევილიამდე“ კი ხორხე სამპაოლიმ სახელი ჩილეს ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რასაც მისი ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - ჩილეს ეროვნულმა გუნდმა 2015 წლის „კოპა ამერიკას“ ფინალში სწორედ არგენტინის ნაკრები დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]