weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

10:41 შაბათი, 20 მაისი 2017

ბელარუსის დედაქალაქ მინსკის სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მინსკში ევროპის ჩემპიონი და ოქროს მედალოსანი ნინო ოძელაშვილი (72 კგ) გახდა, რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. გადამწყვეტ შეხვედრაში ოძელაშვილმა რუს ირინა ალექსეევას სძლია. იგი პირველი ქართველი ქალი მოჭიდავე გახდა, ვინც ყველა საჭიდაო სახეობაში, უფროს ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. 

ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90 კგ), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]