weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში

11:08 პარასკევი, 02 მარტი 2018

საკალათბურთო ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „სასკი ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე პლეი-ოფში გასასვლელად ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „ხიმკი” 87:77 დაამარცხა. გუნდის გამარჯვებაში მთავარი სამუშაო ტრადიციულად თორნიკე შენგელიამ შეასრულა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (28) ჰქონდა.

შენგელიამ 28 წუთში 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შეუჩერებელი „თოკომოტივი”მატჩის საუკეთესო კალათბურთელი (MVP) გახდა.

ბასკები მთელი თამაში დომინირებდნენ და წარმატებასაც ლოგიკურად უწიეს. პირველი მეოთხედი 8 ქულით დათმეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს (26:13, 25:13). შესაბამისად, მატჩის ბედიც დასკვნითი ათწუთეულის წინ გარკვეული გახლდათ.

„ბასკონიას” 24 ტურის შემდეგ 11 მოგებითა და 13 წაგებით მეცხრე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. ესპანური გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, სტუმრად „ვალენსიას” გაეჯიბრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]