weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

ეროვნული ნაკრები მარტის ამხანაგურ მატჩებს „მიხეილ მესხზე“ გამართავს

14:44 პარასკევი, 02 მარტი 2018 hits 1086

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება, 27 მარტს კი „ჯვაროსნები“ ესტონეთს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებისთვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, ისევე როგორც 5 ივნისს ლუქსემბურგთან სტუმრად გასამართი ამხანაგური შეხვედრა, UEFA-ს ახალი ტურნირის, ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია. ხსენებული გათამაშება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]