weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჯანო ანანიძე მოსკოვურ დერბიში დაბრუნდა

12:46 ორშაბათი, 05 მარტი 2018

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში ცენტრალური შეხვედრა მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის შედგა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ორივე გუნდის შემდაგენლობაში ითამაშეს.

„ლოკომოტივის“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი მოედანს 25 წლის ქართველი შემტევი ჯანო ანანიძე დაუბრუნდა, რომელიც „სპარტაკის“ რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა.

მატჩი უგოლოდ დასრულდა. რუსეთის პრემიერ ლიგაში „ლოკომოტივი“ 46 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს თორნიკე ოქრიაშვილის კლუბი „კრასნოდარი“ 39 ქულით იკავებს, რომელსაც 1 ქულით ჩამორჩებიან ანანიძის „სპარტაკი“, ასევე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და მოსკოვის „ცსკა“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]