weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრადაც დაამარცხა

11:52 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზეც დამარცხდა. მეორე მატჩი კი ლივერპულში შედგა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

პირველ შეხვედრაში დამარცხებული პარიზელები ლიდერ ნეიმარის გარეშე შეეცადნენ მადრიდული ბარიერის გადალახვას, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. უნაი ემერის გუნდს შეტევაში ფანტაზია აკლდა, „რეალი“ კი თავს კარგად იცავდა და შეტევაშიც უკეთესი იყო. ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში კრისტიანო რონალდომ თავით გახსნა და საკუთარი რეკორდული საგოლო მონაგარი გაზარდა. ორი ყვითელი ბარათით გაძევებული მარკო ვერატის გამო კაცნაკლულმა მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს, თუმცა ზიდანის კრებულმა გამარჯვება იოლად შეძლო და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

„პორტოსთან“ სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ „ლივერპულმა“ ზედმეტი გართულებების გარეშე შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, სადაც 2009 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. „ენფილდ როუდზე“ გამართულ მატჩში სახიფათო მომენტებს იურგენ კლოპის გუნდი ქმნიდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ ნულოვანი ფრით დასრულდა. სხვათა შორის პორტოელთა ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგაზე 56-ე მშრალი მატჩი ჩაატარა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]