weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნოდარ ახალკაცი FIFA-ში დააწინაურეს

14:28 ორშაბათი, 22 მაისი 2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) FIFA-ში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა - იგი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (FIFA) წევრი ასოციაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელი გახდა.

ნოდარ ახალკაცი ხშირად ყოფილა დირექტორი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩებზე, თუმცა ამჯერად შესაძლოა კონფედერაციათა თასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნონ. აღნიშნული ტურნირი მოგეხსენებათ, ზაფხულში რუსეთში გაიმართება. არის ალბათობა, რომ ახალკაცმა გაისად მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფსაც უხელმძღვანელოს.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) სფფ-ს პრეზიდენტი 2005 წელს გახდა და 2009 წლის შემოდგომამდე გახლდათ აღნიშნულ თანამდებობაზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]