weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

საქართველოს ნაკრები კვლავ ასეულს მიღმაა

14:44 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 hits 930

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები FIFA / Coca-Cola-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 101-ე ადგილზეა. ვლადიმირ ვაისის გუნდი თებერვლის თვის რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „ჯვაროსნები“ მსოფლიო რეიტინგის ასეულში 2013 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ.

ლიტვის ნაკრები, რომელსაც ეროვნული გუნდი 24 მარტს თბილისში ამხანაგურად დაუპირისპირდება, რეიტინგში 147-ეა, ხოლო ესტონეთის ნაკრები, რომელთანაც „ჯვაროსნები“ 27 მარტს ითამაშებენ, 82-ე ადგილზე იმყოფება.

უმნიშვნელო ცვლილება მოხდა საუკეთესო ათეულში, სადაც პოლონეთი ერთი პოზიციით დაწინაურდა და ესპანეთს ქულებით გაუთანაბრდა.

1. გერმანია - 1609

2. ბრაზილია - 1489

3. პორტუგალია - 1360

4. არგენტინა - 1359

5. ბელგია - 1337

6. პოლონეთი - 1228

6. ესპანეთი - 1228

8. შვეიცარია - 1197

9. საფრანგეთი - 1185

10. ჩილე - 1161

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]