weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სოლომონ კვერკველია ევროპა ლიგას გამოეთიშა

10:43 პარასკევი, 16 მარტი 2018

ევროპა ლიგაზე მადრიდში დიდი ანგარიშით წაგების (0:3) შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ კვერკველია იცავს, საპასუხო მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ საკუთარ მოედანზეც განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.

დიეგო სიმეონეს გუნდს მოსკოვური მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (იან ობლაკი, დიეგო კოსტა, კევინ გამეირო) აკლდა, თუმცა ამას რუსეთის ჩემპიონატის ლიდერისთვის იოლად ძლევაში ხელი არ შეუშლია. „ატლეტიკომ „ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, მასპინძელმა „რკინიგზელებმა“ მაცეი რიბუსის გოლით ოთხ წუთში გაათანაბრეს, თუმცა ამის შემდეგ ფარ-ხმალი დაყარეს და მეორე ტაიმის პირველ წუთზე ჯერ საულ ნიგესმა გაიტანა, შემდეგ ვეტერანმა ფერნანდო ტორესმა შეასრულა დუბლი, მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ანტუან გრიზმანმა დასაჯა იური სიომინის გუნდი. კვერკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპა ლიგაზეც რვა მეოთხედფინალისტი კლუბის (არსენალი, ზალცბურგი, ლაიპციგი, ლაციო, ლისაბონის სპორტინგი, მადრიდის ატლეტიკო, მარსელის ოლიმპიკი, მოსკოვის ც.ს.კ.ა.) ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებსაც კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]