weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

რაგბი ევროპის გამარჯვებულისთვის ახალი თასი დაწესდა

15:08 შაბათი, 17 მარტი 2018 hits 1632

რაგბიში ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირის, რაგბი ევროპის გამარჯვებული გუნდისთვის ახალი თასი დაამზადეს, რომელსაც ხვალ, საქართველო-რუმინეთში გამარჯვებული ეროვნული გუნდი პირველად მიიღებს.

ტურნირის ორგანიზატორებმა ძველი ჯილდო, რომელიც ხის დაფას წარმოადგენდა, უფრო ტრადიციული ტროფეით ჩაანაცვლეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებისა“ და „მუხის ფოთლების“ ხვალინდელ შერკინებაში კიდევ ერთი ყოველწლიური ტროფეი თამაშდება – ორ გუნდს შორის არსებული ტრადიციული ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც გასულ წელს ბუქარესტში რუმინეთმა მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველო-რუმინეთის აქამდე არსებულ ურთიერთშეხვედრებს, „ბორჯღალოსნები“ პრინციპულ მეტოქეს 21-ჯერ შეხვდა, აქედან 11 თამაში მოიგო, 9 წააგო, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]