weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

8 ქართული გოლი გასულ უქმეებზე

10:57 ორშაბათი, 19 მარტი 2018 hits 987

გასულ უქმეებზე უცხოურ ჩემპიონატებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გატანილი გოლებით ისახელეს. ლეგიონერთა შორის აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას ჰეთ-თრიქი.

ავსტრიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში ვენის „რაპიდმა“ გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვოლფსბერგერს“ 5:1 სძლია, საიდანაც სამი გოლი ქვილითაიამ გაიტანა. სხვათა შორის, „ვოლფსბერგერის“ ერთადერთი გოლი ასევე ქვილითაიას ანგარიშზეა - ქართველმა თავდამსხმელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

პოლონური ექსტრაკლასას 28–ე ტურში „ტერმალიცასა“ და შჩეცინის „პოგონის“ დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. „პოგონის“ რიგებში მოასპარეზე ლაშა დვალით დუბლით გამოირჩა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ასევე პოლონეთის ჩემპიონატში ისახელა თავი „კორონას“ თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც „გურნიკთან“ ფრედ დასრულებული მატჩისას (2:2) თავის გუნდს პენალტი მოუპოვა და გოლი გაიტანა.

ამერიკის ჩემპიონატში (MLS) მორიგი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. „სან ხოსეს“ ქართველმა ნახევარმცველმა თავი „კანზას სიტისთან“ წაგებულ შეხვედრაში (2:3) გამოიჩინა, როდესაც ანგარიში 1:1 გახადა.

გთავაზობთ ზემოთხსენებული ყველა გოლის ვიდეოკოლაჟს:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]