weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგში პოზიცია გაიმყარეს

10:38 სამშაბათი, 20 მარტი 2018 hits 1123

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის დამარცხებისა (25:16) და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ უმცირესი ხეირი ნახა.

„ბორჯღალოსნებმა“ რუმინელი „მუხის ფოთლების“ ძლევით მხოლოდ 0.16 ქულა შეიმატეს და 73.96 ქულით მე-12 ადგილზე დარჩნენ. საქართველოს წინ კვლავაც იაპონიაა (75.66), უკან კი – ტონგა (71.87).

კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა რუსეთის ნაკრები, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის აუტსაიდერი გერმანია გაანადგურა, თუმცა „დათვების” წინსვლა ესპანელთა მოულოდნელმა ფიასკომ განაპირობა - „ლომებმა“ ბელგიაში 10:18 წააგეს და მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური დაკარგეს, რეიტინგში კი მე-20 ადგილზე აღმოჩნდნენ.

მსოფლიოს მე-2 გუნდის სტატუსი გაიმყარა ირლანდიამ, რომელმაც 6 ერის 2018 წლის გათამაშება დიდი სლემით მოიგო. „სამყურებმა“ ინგლისში „ვარდები“ 24:15 დაამარცხეს და წმინდა პატრიკის დღესასწაული ხმაურიანად იზეიმეს. ირლანდიელთა აქტივში 89.11 ქულაა და ისინი ინგლისელებს, რომელთაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად, 6 ერზე ბოლოსწინა მე-5 ადგილი დაიკავეს, უკვე 2.88 ქულით უსწრებენ.

მცირე სარგებელი ნახა შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმაც, რომელმაც რომში იტალიას ბოლო წუთებზე გრიგ ლეიდლოუს მიერ გატანილი ჯარიმის წყალობით მოუგო და სამხრეთ აფრიკას მე-5 პოზიცია აართვა. თავის მხრივ იტალია მე-14 საფეხურზე დარჩა და „ბორჯღალოსნებს“ 2.86 ქულით ჩამორჩება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]