weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი შერეულ წყვილთა შეჯიბრით დასრულდა

11:13 სამშაბათი, 20 მარტი 2018

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამართული საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულები შერეულ წყვილთა შორის ჩატარებულ შეჯიბრებაშიც გამოვლინდნენ.

პირველი და მეორე ადგილები ოჯახურმა წყვილებმა გაინაწილეს. ჩემპიონები  ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი გახდნენ 759 ქულით, ვერცხლის მედალი კი თბილისელმა და-ძმამ, ლევან და მეგი ქადაგიძეებმა მოიპოვეს 749 ქულით, თუმცა ამდენივე ქულა დააგროვა მესამეზე გასულმა ქუთაისელმა დუეტმა – ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა.

საბოლოოდ ვერცხლის მედლის ბედი ერთადერთმა ქულამ გადაწყვიტა: ბოლო სერიაში თბილისელებს 188 ქულა ჰქონდათ (93+95), ქუთაისელებს კი – 187 (93+94).

საქართველოს ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუნდებმა მიიღეს, სულ 40 სპორტსმენი გამოვიდა: 20 ქალი და 20 ვაჟი. შერეულ წყვილებამდე ინდივიდუალურ თანრიგებში გამარჯვებულები გახდნენ:

ქალები:

  1. მარიამ ჩაგანავა (ქუთაისი) – 567 ქულა
  2. მეგი ქადაგიძე (თბილისი) – 558 ქულა
  3. ნინო სალუქვაძე (თბილისი) – 555 ქულა

გოგონები:

  1. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) – 557 ქულა
  2. ლიზი კილაძე (ქუთაისი) – 555 ქულა
  3. მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი) – 550

მამაკაცები:

  1. ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი) – 557 ქულა
  2. ვლადიმერ მაიოროვი (თბილისი) – 572 ქულა
  3. ლევან ქადაგიძემ (თბილისი) – 569 ქულა

ბიჭები:

  1. აკაკი მოსულიშვილი (თბილისი) – 553 ქულა
  2. რევაზ ხარაბაძემ (თბილისი) – 548 ქულა
  3. ივა ჭანკვეტაძემ (თბილისი) –  540 ქულა

უახლოესი შეჯიბრება ამავე ტირში აპრილში გაიმართება და ის ახალგაზრდებში თბილისის ღია პირველობა იქნება, უფროსები კი სამხრეთ კორეაში გასამართ მსოფლიოს თასზე გამოვლენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]