weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

საქართველოს წინააღმდეგ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებთა შემადგენლობები ცნობილია

15:34 სამშაბათი, 20 მარტი 2018 hits 1271

ლიტვისა და ესტონეთის ეროვნული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ედგარას იანკაუსკასმა და მარტინ რეიმმა, 24 და 27 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობები დაასახელეს.

ახლო წარსულში ცნობილი ლიტველი ფეხბურთელისა და ამჟამად ეროვნული ნაკრების თავკაცის, ედგარას იანკაუსკასის შერჩეულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარები: ერნესტას შეტკუსი (ჰაიფას „ჰაპოელი“, ისრაელი), ვიტაუტას ჩერნიაუსკასი (სოფიის „ც.ს.კ.ა.“, ბულგარეთი), ედვინას გერტმონასი („რენი“, საფრანგეთი).

მცველები: ვალდემარ ბოროვსკი, იუსტინას იანუშევსკი (ორივე - „ტრაკაი“), ლიმას კლიმავიჩუსი, როლანდას ბარავიკასი (ორივე - ვილნიუსის „ჟალგირისი“), ვაიდას სლავიცკასი, ალგის იანკაუსკასი (ორივე - „სუდუვა“), ერდვინას გირდვაინისი („ტომი“, რუსეთი), ეგიდიუს ვაიტკუნასი („მინსკი“, ბელარუსი).

ნახევარმცველები: მოდესტას ვორობიოვასი („ტრაკაი“), ოვიდიუს ვერბიკასი („სუდუვა“), დანიელ რომანოვსკი (ვილნიუსის „ჟალგირისი“), სიმონას პაულიუსი (კაუნასის „ჟალგირისი“), მანტას კუკლუსი („ჟეტისუ“, ყაზახეთი), არტურას ჟულპა („ტობოლი“, ყაზახეთი), ფიოდორ ჩერნიხი (მოსკოვის „დინამო“, რუსეთი), არვიდას ნოვიკოვასი („იაგიელონია“, პოლონეთი), იუსტას ლასიცკასი („ზემუნი“, სერბეთი).

თავდამსხმელები: კაროლის ლაუკჟემისი („სუდუვა“), დარვიდას შერნასი (კფარ საბას „ჰაპოელი“, ისრაელი), ნერიუს ვალსკისი („ბნეი იეჰუდა“, ისრაელი).

ლიტვასთან შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის მასზე დასწრება უფასოა.

ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელობისას ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით (157) გამორჩეული მარტინ რეიმის სათბილისე სია ასეთია:

მეკარეები: მიჰკელ აკსალუ („ს.ი.კ.“, ფინეთი), მარკო მეერიტსი („ვ.პ.ს.“, ფინეთი), ანდრეას ვაიკლა („კრისტიანსუნდი“, ნორვეგია).

მცველები: დმიტრი კრუგლოვი, იგორ მოროზოვი (ორივე - „ლევადია“), მადის ვიჰმანი, მარტენ კუუსკი (ორივე - „ფლორა“), ტრევორ ელჰი („კალიუ“), რაგნარ კლავანი (“ლივერპული“, ინგლისი), ტაიო ტენისტე („ბრანი“, ნორვეგია), კაროლ მეტსი („ბრედა“, ჰოლანდია), კენ კალასტე („კორონა“, პოლონეთი), არტურ პიკი („რუჟომბეროკი“, სლოვაკეთი), იონას ტამი („სარპსბორგი“, ნორვეგია).

ნახევარმცველები: ალექსანდრ დმიტრიევი, მარტინ მილერი (ორივე - „ფლორა“), არტიომ დმიტრიევი („ლაჰტი“, ფინეთი), კონსტანტინ ვასილიევი („პიასტი“, პოლონეთი), ილია ანტონოვი („რუდარი“, სლოვენია), სიიმ ლუტსი („ბოჰემიანსი“, ჩეხეთი), მატიას კაიტი („როს ქაუნთი“, შოტლანდია), ბრენტ ლეპისტუ („კრისტიანსუნდი“, ნორვეგია).

თავდამსხმელები: ჰენრი ანიერი („ლაჰტი“, ფინეთი), სერგეი ზენიოვი („კრაკოვია“, პოლონეთი).

ესტონეთთან შეხვედრა 27 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის მასზე დასწრება აგრეთვე უფასოა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]