weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შენგელია 11 ქულით დაბრუნდა

11:50 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ თორნიკე შენგელია „სასკი ბასკონიას“ დაუბრუნდა და ესპანურ კლუბს ევროლიგაში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

„ბასკონიელებმა“ უმოტივაციოდ მყოფ გერმანულ „ბროზე ბამბერგს“ უმასპინძლეს და მეტოქე 103:79 დაამარცხეს. ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ ორივე ორქულიანი, ორივე სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და შეტევა არ გაუფუჭებია. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერსა (17 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი) და ესპანელ ილიმანე დიოპს (16 ქულა, 6 მოხსნა) ჩამორჩა.

„ბასკონიამ“ 14 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-8 ადგილი შეინარჩუნა, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 მარტს ჩაატარებს, როდესაც „ბარსელონას“ ესტუმრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]