weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შენგელიას მორიგი პირადი წარმატება

10:41 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „სასკი ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადა” ადვილად 95:63 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყარა. მასპინძლების სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელია არ ყოფილა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გამხდარიყო.

შენგელიამ 20:12 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა შეასრულა, 7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო. „თოკომოტივი“ ქულების მხრივაც საუკეთესო გახლდათ – შეხვედრაში 15 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, ზუსტად ამდენი ქულით დაასრულა მატჩი შენგელიას ფრანგმა თანაგუნდელმა ვენსან პუარიემ.

აღსანიშნავია, რომ „ბასკონია“ მთელი თამაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ოთხივე პერიოდი მოიგო.

ლიგა ენდესას 24 ტურის თავზე შენგელიას „ბასკონიას“ 17 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი მესამე ადგილზე იმყოფება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]