weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება

10:58 სამშაბათი, 27 მარტი 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში სკ „ზესტაფონის“ ბაზაზე გუშინ ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დღევანდელ მატჩში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია დააკლდებიან, ლიტვასთან გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე კი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა.

ჯანო ანანიძის ტრავმაზე კომენტარი „ჯვაროსნების“ სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა. მისი თქმით, ექიმებმა მოსკოვის „სპარტაკიდან“ ქართველ ფეხბურთელს თამაშის ნება დართეს. მოსკოვური კლუბის მწვრთნელმა მასიმო კარერამ კოლეგა ვაისს ასევე უთხრა, რომ ანანიძე სათამაშოდ მზად იყო, თუმცა შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ლიტვის წინააღმდეგ მატჩში ათ წუთში ტრავმის გამო გახდა შესაცვლელი.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე ესტონეთის ეროვნული გუნდი თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდა. ესტონეთმა საქართველომდე სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.

საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა დღეს, 27 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]