weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თორნიკე შენგელია გუნდს ევროლიგის პლეი-ოფში გაუძღვა

10:42 პარასკევი, 30 მარტი 2018

„სასკი ბასკონიამ” ევროლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უშუალო კონკურენტი თელ-ავივის „მაკაბი“ ბოლო მეოთხედში გატეხა და საბოლოოდ 83:72 დაამარცხა.

„ბასკონიას” კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში ისევ არ ყოფილა. ჩვენებურმა პარკეტზე 19.46 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა.

„ბასკონია” აქამდე მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ამ გამარჯვებით ორი საფეხურით დაწინაურდა. ამას ხელი კონკურენტის, „ხიმკის“ მარცხმა შეუწყო, ხოლო კაუნასის „ჟალგირისი“ 29-ე ტურის მატჩს პარასკევს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ „ბასკონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ბოლოს 22 თებერვალს წააგეს.

ბასკები პლეი-ოფების დაწყებამდე ბოლო ტურში 5 აპრილს, უკანასკნელ საფეხურზე მყოფ „ანადოლუ ეფესს” საკუთარ კედლებში მიიღებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]