weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შვიდქალა ნაკრები ბელგიაში გაემგზავრა

11:24 პარასკევი, 30 მარტი 2018

საქართველოს 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები ბელგიის ქალაქ გენტში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გუნდს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელსაც 9-10 ივნისს ხორვატია უმასპინძლებს.

გოგონები ჩემპიონატამდე სამ მოსამზადებელ ტურნირზე ითამაშებენ, რომელთაგან პირველს 31 მარტიდან და 1-ელი აპრილის ჩათვლით გენტი უმასპინძლებს.

გენტის საკმაოდ მაღალი დონის ტურნირში, რომელშიც ევროპის ტოპ-12-ის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას, შვიდქალა ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს. წელს იქ პოლონეთის, ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან წარმოდგენილი.

ჯაბა მალაღურაძის თქმით, იგი კმაყოფილია რაგბიში ჩართული გოგონების რაოდენობის ზრდით. თუ ადრე საქართველოს ნაკრებს 12 კანდიდატის შეკრებაც კი უჭირდა, ახლა გაფართოებულ სიაში 22 მორაგბეა, რომელთაგან 12 შეირჩა. მათგან ერთი დებიუტანტია.

მეორე და მესამე მოსამზადებელი ტურნირებისთვის, საქართველოს 7-ქალა საფრანგეთში გაემგზავრება და 18-20 მაისს - ქალაქ ნანსის, ხოლო 23-24 მაისს პარიზის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

გენტის ტურნირზე 7-ქალა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ქეთი მოდებაძე (კაპ. თბილისი), სალომე საღარაძე (ზუგდიდი), თინათინ პაპუაშვილი (თბილისი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი სირაძე (ქუთაისი), მანონი საღარაძე (ზუგდიდი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]