weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამი ქართული გოლი ერთ მატჩში

12:05 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

პოლონეთის თასის ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა. ნიკა კაჭარავას გუნდმა კელცეს „კორონამ” საკუთარ მოედანზე ლუკა ზარანდიას „არკა“ 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ხსენებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა, ხოლო ზარანდია მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. კაჭარავამ დუბლი გაიფორმა (მე-14 და 69-ე წუთებზე), ხოლო ზარანდიამ 81-ე წუთზე დალაშქრა მასპინძელთა კარი და თავის გუნდს განმეორებითი თამაშის წინ შანსი დაუტოვა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ზაბჟეს „გურნიკი“ შინ ვარშავის „ლეგიას” დაუზავდა (1:1). გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 აპრილს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ გდინიას „არკა” პოლონეთის თასის მოქმედი მფლობელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]