weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თორნიკე შენგელია თავის გუნდს 12 ქულით დაეხმარა

10:19 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

თორნიკე შენგელია და მისი საკალათბურთო კლუბი „სასკი ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატშიც წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ. ევროლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ბასკურმა გუნდმა შიდა ჩემპიონატშიც იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

„ბასკონიამ“ ვიტორია-გასტიესში „ანდორას“ უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობითთ 88:75 დაამარცხა. ანდორელთა რიგებში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის რეაბილიტაცია ძალიან გაეწელა.

თორნიკე შენგელია სათადარიგო იყო და 18 ნათამაშებ წუთში ბასკონიელებს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიაშველა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ ილიმანე დიოპს (24) ჩამორჩა.

„სასკი ბასკონიას“ 19 მოგება და 7 მარცხი აქვს, მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში, 12 აპრილს, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ „ვალენსიას“ ესტუმრება.

აქვე შეგახსენებთ, რომ შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მეოთხედფინალურ პლეი-ოფში თურქულ „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]