weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართული საკალათბურთო კლუბი ბალტიის ლიგის ჩემპიონია

15:59 ორშაბათი, 09 აპრილი 2018

ქართული საკალათბურთო კლუბი „ჰიუნდაი“ ბალტიის ლიგის გამარჯვებულია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის პლეი-ოფის ყველა მატჩი მოიგო, ფინალურ მატჩში ლიტვურ „მაჟეიკიაის” სძლია (49:45) და ჩემპიონი გახდა.

„ჰიუნდაელებმა“ ტურნირის სადებიუტო სეზონშივე მოახერხეს ჩემპიონობის მოპოვება, რაც როგორც ამ კლუბის, ისე - მთლიანად ქართული კალათბურთის უდიდესი წარმატებაა.

„ჰიუნდაისთან“ ერთად ბალტიის ლიგაში, რომელშიც მონაწილეობა 25-მა გუნდმა მიიღო, მეორე ქართული კლუბი „აკადემია“ გამოდიოდა, თუმცა იგი პლეი-ოფში ვერ გავიდა და საბოლოოდ, მე-11 ადგილს დასჯერდა.

ბალტიის ლიგაში ლიტვურ, ლატვიურ და ესტონურ კლუბებთან ერთად ფინური, შვედური, იტალიური, რუსული და ბელარუსული წამყვანი კლუბებიც ასპარეზობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]