weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

გურამ კაშია „ვიტესის“ რეკორდსმენია

11:36 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 hits 1712

საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია საფეხბურთო კლუბ არნემის „ვიტესის“ რეკორდსმენი გახდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ჰოლანდიური გუნდის მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში 243 მატჩი ჩაატარა, რაც რეკორდია - „ვიტესის“ შემადგენლობაში არცერთ ფეხბურთელს ამდენი მატჩი არ უთამაშია.

ჰოლანდიური კლუბის ქართველი კაპიტანი სხვა რეკორდის ავტორიც გახდა: ამდენი მატჩი ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია ერთ კონკრეტულ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია არნემის „ვიტესში“ 2010 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

ამჟამად „ვიტესი“ ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 45 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო საგზურისთვის პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]