weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავმა“ მორიგი გამარჯვება მარტვილში მოიპოვა

22:46 შაბათი, 21 აპრილი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ დღეს მარტვილში, ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მატჩში წყალტუბოს „სამგურალი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა: თელაველები 22-ე წუთზე პენალტით დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე გოლი გაუშვეს, გამარჯვების გოლი კი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.

ამ მომენტისთვის ლიგა 2-ში „თელავს“ 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა.

მორიგ მატჩს გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი გუნდი 26 აპრილს შინ გამართავს და გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]