weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოჰამედ სალაჰი ინგლისში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

11:10 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაასახელა.

აღნიშნულ წოდებისთვის ბრძოლაში სალაჰის კონკურენტები კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), ლეროი სანე („მანჩესტერ სიტი“), დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“), დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ჰარი კეინი („ტოტენჰემ ჰოტსპური“) იყვნენ.

25 წლის ეგვიპტელი ფორვარდი მეორე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ხსენებული ჯილდო მიიღო - ცხელი კონტინენტის პირველი წარმომადგენელი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ შარშანწინ ალჟირელი რიად მაჰრეზი („ლესტერ სიტი“) დასახელდა.

მოჰამედ სალაჰმა ინგლისის მიმდინარე პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა, ამასთანავე ინგლისის ჩემპიონატში რეკორდის ავტორიც გახდა - იგი პირველი ფეხბურთელია, რომელიც პრემიერ ლიგის ყოველთვიური ჯილდოს, თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ერთ სეზონში ყველაზე მეტჯერ, სამჯერ დაეუფლა.

რაც შეეხება ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ დასახელებულ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, იგი 22 წლის გერმანელი შუახაზელი ლეროი სანე გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]