weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთში 6 მედალი მოიპოვეს

15:49 ორშაბათი, 23 აპრილი 2018 hits 677

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით ბულგარეთის ქალაქ რუსეში 21-22 აპრილს გამართულ პრესტიჟულ ახალგაზრდულ შეჯიბრებაზე რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და ზურაბ ურთაშვილმა (97 კგ) წაუგებლად იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. თურმანიძე ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

ივერიკო ჯულაყიძესა (70 კგ) და დემურ მეგენეიშვილს (86 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდათ და ვერცხლს დასჯერდნენ. გიორგი ელბაქიძემ (65 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ბულგარეთში ბელდუხ გავაშელიშვილი, დავით ხურცია და გელა საღირაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]