weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა

11:21 პარასკევი, 27 აპრილი 2018

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები ევროპა ლიგაზეც ჩატარდა. ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციანი „ატლეტიკოს“ დამარცხება ვერ შეძლო, მარსელის „ოლიმპიკმა“ კი „ზალცბურგს“ იოლად სძლია.

არსენ ვენგერისთვის ევროტურნირზე უკანასკნელი საშინაო მატჩი „არსენალისთვის“ კარგად მიმდინარეობდა - ჯერ ორი ყვითელი ბარათის გამო მე-10 წუთზე მადრიდელთა ხორვატი მცველი შიმე ვრსალკო გააძევს, მეორე ნახევარში კი ალექსანდრ ლაკაზეტმა ლონდონელები დააწინაურა, თუმცა „მეიარაღეებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - ანტუან გრიზმანმა დიეგო სიმეონეს გუნდი მარცხისგან იხსნა და განმეორებითი შეხვედრისთვის დიდი ინტრიგა დატოვა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მარსელის „ველოდრომზე“ ანგარიში შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფლორიან ტოვენმა მე-15 წუთზე თავურით გახსნა, მეორე ტაიმში კი „ოლიმპიკმა“ მეორე გოლი გაიტანა - კლინტონ ნჯის საგოლე პასი დიმიტრი პაიეტმა გაუკეთა და რუდი გარსიას გუნდიც ცალი ფეხით ფინალშია.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]