weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თორნიკე შენგელია და „ბასკონია“ ევროლიგას დაემშვიდობნენ

17:45 პარასკევი, 27 აპრილი 2018

ესპანურმა „სასკი ბასკონიამ” ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასპარეზობა დაასრულა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მოქმედი ჩემპიონის, „ფენერბაჰჩეს“ დამარცხება ვერ შეძლეს.

„ბასკონიამ“ ორი დღის წინ სერიის მესამე მატჩი მოიგო და სხვაობა შეამცირა, მეოთხე შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ 83:92 დამარცხდა.

სტამბოლურმა კლუბმა პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 16 ქულიანი უპირატესობით გავიდა. რა გასაკვირია, რომ თურქულმა კლუბმა მოპოვებული ფორა აღარ გაანიავა და ერთადერთი, რაც ვიტორიელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირებაღა გახლდათ . ამრიგად, „ფენერბაჰჩემ“ სერია 3:1 მოიგო და ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც ბუნებრივია ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე 26 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გაახერხა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]