weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს ჩემპიონატზე წრიულ რბოლებში ქართველმა მრბოლებმა იმარჯვეს

12:34 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

29 აპრილს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე დღის რბოლებს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი მრბოლები ერთმანეთს ე.წ. ლეჯენდსის და ფორმულა ალფას სარბოლო ავტომობილების კლასებში შეეჯიბრნენ.

სარბოლო კვირა დღე ლეგენდების კლასმა გახსნა. არჩილ ბიძინაშვილმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე გაიარა მთელი დისტანცია და პირველი წრის ბოლოს უკვე ლიდერი იყო.

ფორმულა ალფას რბოლის დასაწყისში დავით რამიშვილი დაწინაურდა, თუმცა საბურავების პრობლემების გამო, ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო. პირველივე წრეზე პელოტონს სათავეში სანდრო თავართქილაძე მოექცა, რომელსაც კვალში თანაგუნდელი ირაკლი ჩხეიძე ჩაუდგა. რამდენიმე წრე, მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო, თუმცა თავართქილაძეს შუა რბოლისას ძრავის ელექტრონიკამ უმტყუნა და ამის გამო რამდენიმე პოზიცია დათმო. ჩხეიძეს გამარჯვება არ გასჭირვებია, რამიშვილმა და დავით ბაგრატიონმა შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ამ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ესპანელმა ხაიმე აბრისკეტამ. მართალია მან ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთა, მაგრამ მინიმალური ვარჯიშით შეძლო სრული რბოლის ჩატარება. და რაც მთავარია, გამარჯვებულის წრეში დარჩა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-2 ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 29.04.2018

ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე

არჩილ ბიძინაშვილი 19:19.836

სანდრო ცხადაძე +3.159

შოთა აფხაზავა 6.117

ალექსეი ხაიროვი 6.625

ჯანქათ ჰურმოღლუ 8.921

რეზო ბიწაძე 25.422

ვლადიმერ თაბაგარი 25.538

კონსტანტინე კოლიაშვილი 3 წრე

დათა ქაჯაია 9 წრე

ფორმულა ალფა, 10 წრე

ირაკლი ჩხეიძე 17:38.447

დავით რამიშვილი +1.373

დავით ბაგრატიონი 33.069

სანდრო თავართქილაძე 44.212

შოთა აფხაზავა 55.432

ჯანქათ ჰურმოღლუ 56.324

ხაიმე აბრისკეტა 1:33.919

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]