weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპა ლიგის ფინალში „ატლეტიკო“ და „მარსელი“ ითამაშებენ

10:58 პარასკევი, 04 მაისი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ფინალისტი გუნდები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გაირკვა. ევროპა ლიგის ფინალში ასპარეზობის უფლება მადრიდის „ატლეტიკომ“ და მარსელის „ოლიმპიკმა“ მოიპოვეს.

მადრიდულმა კლუბმა ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული ლონდონის „არსენალის“ ბარიერი ზედმეტი გართულებების გარეშე დაძლია. მოგეხსენებათ, დიეგო სიმეონეს გუნდს წინა კვირას ლონდონში ფრე ჰქონდა ნათამაშები, განმეორებით შეხვედრაში კი უგოლო ყაიმიც აწყობდა ფინალში გასასვლელად. რაც შეეხება არსენ ვენგერის გუნდს, „მეთოფეებმა“ ვერაფერი დაუპირისპირეს „როხიბლანკოს“ და დამარცხდნენ - შეხვედრის ერთადერთო გოლი დიეგო კოსტამ გაიტანა. „არსენალიდან“ უკვე დათხოვილი არსენ ვენგერისთვის სეზონის ფინიში სრული ფიასკოთი დასრულდა, რადგან ინგლისის ჩემპიონატში ძალზე ცუდად მოთამაშე „არსენალი“ (მე-6 ადგილზეა) ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში პირდაპირ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკო“ კი თავის მხრივ ბოლო 5 წელიწადში მესამედ ითამაშებს ევროპა ლიგის ფინალში.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები ზალცბურგში, სადაც ადგილობრივმა „რედ ბულმა“ მარსელის „ოლიმპიკს“ იმავე ანაგრიშით სძლია, როგორითაც წინა კვირას „ველოდრომზე“ დამარცხდა - 2:0. შედეგად ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც რუდი გარსიას გუნდმა გოლი გაიტანა და „ოლიმპიკი“ 2004 წლის შემდეგ კვლავ იასპარეზებს ამ ტურნირის ფინალში.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]