weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

საბა კვერკველია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

10:49 შაბათი, 05 მაისი 2018

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მოსკოველ რკინიგზელთა კლუბის ოფიციალურ საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივართა ხმების 40.7% დააგროვა. გამოკითხვაში მეორე ადგილზე მეკარე გილერმე (24.7%) გავიდა, მესამე კი ნახევარმცველი ანტონ მირანჩუკია (21.4%).

აპრილში სოლომონ კვერკველიამ ოთხ მატჩში ითამაშა, აქედან სამ შეხვედრაში იური სიომინმა კარი მშრალად შეინახა, რაც გუნდის დაცვის ქართველი ბურჯის დამსახურებაცაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]