weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ანდრეს ინიესტა ესპანეთის სამეფო ორდენით დაჯილდოვდა

11:25 შაბათი, 05 მაისი 2018

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ კაპიტანი ანდრეს ინიესტა სპორტული დამსახურებებისთვის ესპანეთის სამეფო ორდენით დაჯილდოვდა. აღნიშნული ტიტული უმაღლესი ხარისხის ჯილდოა სპორტული მიმართულებით.

ხსენებული ჯილდო წარსულში აღებული ასევე აქვთ „ბარსელონას“ ლეგენდებს - ლადისლაო (ლასლო) კუბალასა და ჩავის, ასევე - მადრიდის „რეალის“ ისეთ ლეგენდებს როგორებიც არიან: ალფრედო დი სტეფანო, ფრანსისკო ხენტო, ვისენტე დელ ბოსკე და იკერ კასილასი.

აქვე გეტყვით, რომ ანდრეს ინიესტასთვის მიმდინარე სეზონი უკანასკნელია „ბარსას“ შემადგენლობაში. თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს 16-წლიანი კარიერის შემდეგ გამოეთხოვა.

33 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ცხრაჯერ, ესპანეთის თასი ექვსჯერ, ესპანეთის სუპერ თასი შვიდჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ხოლო UEFA-ს სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სამ-სამჯერ მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]