weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

UEFA ჯანლუიჯი ბუფონის საქმეს განიხილავს

14:00 შაბათი, 12 მაისი 2018

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის საქმეს UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო იუწყება, 40 წლის მეკარესთან მიმართებაში ორ დისციპლინარულ საქმეზე იმსჯელებს.

საქმე ეხება ზუსტად ერთი თვის წინ გამართულ მადრიდის „რეალისა” და ტურინის „იუვენტუსის“ შეხვედრას, როდესაც ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა მასთან დავის გამო ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა.

31 მაისს UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი ბუფონის წითელ ბარათსა და არბიტრისადმი გაკეთებულ განცხადებებს განიხილავს.

ვეტერან იტალიელ გოლკიპერს სავარაუდოდ დისკვალიფიკაცია ემუქრება, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ბუფონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავს.

ამ თემაზე:

რეალი-იუვენტუსის მატჩის არბიტრს პოლიცია იცავს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]