weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რაფა ნადალმა რომის მასტერსი მერვედ მოიგო

14:02 ორშაბათი, 21 მაისი 2018

ესპანელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა რაფაელ ნადალმა რომის მასტერსის ტურნირი კარიერაში მერვედ მოიგო, რითაც მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი გახდა. ნადალმა ფინალში ტურნირის გასული წლის ჩემპიონი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 6:1, 16:6:3 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ესპანელმა იოლად მოიგო და თითქოს ზვერევი უშანსოდ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე პარტიაში გერმანელმა საოცარად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში ზვერევმა აქტიურად დაიწყო და ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, რა დროსაც რომში წვიმა წამოვიდა და თამაში დაახლოებით ერთი საათით გადაიდო. შესვენება უკეთ ნადალმა გამოიყენა და ზედიზედ 4 გეიმი მოიგო.

რაფა ნადალმა ამ გამარჯვებით 935 385 ევრო გამოიმუშავა, ზვერევმა კი ფინალში გასვლით - 458 640.

ნადალმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიპოვა, რითაც ჯონ მაკინროის გადაასწრო. ამ მაჩვენებლით ესპანელი სამ ჩოგბურთელს ჩამორჩება: ივან ლენდლი 94 ტიტული, როჯერ ფედერერი (97), ჯიმი კონორსი (109).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]