weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოს ნაკრებში 4 დებიუტანტია

10:51 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასა და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, ოთხი დებიუტანტია.

„ჯვაროსანთა“ რიგებში პირველადაა გამოძახებული ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ანალოგიური სიტუაციაა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარის, ზაურ მახარაძის თაობაზეც - 25 წლის გოლკიპერი აქამდე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. მათ გარდა ქვეყნის მთავარ გუნდში დებიუტი ექნებათ სლოვაკური „ტრენჩინის“ შემტევ გიორგი ბერიძესა და თბილისის „დინამოს“ მარცხენა მცველ ლევან ხარაბაძეს.

კლუბებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. ორივე მათგანის გუნდები („ხიმნასტიკი“ და „სარაგოსა”) ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გადამწყვეტი ტურების მატჩებს ატარებენ.

„ჯვაროსნებს“ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დააკლდებათ - გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე კი ახლახან გამოჯანმრთელდა, თუმცა როგორც ჩანს, ვაისმა რისკზე წასვლა არ მოინდომა და მის გამოძახებისგან თავი შეიკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიო ავე,პორტუგალია), ზაურ მახარაძე (დონეცკის ოლიმპიკი, უკრაინა), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი), ლევან ხარაბაძე (თბილისის დინამო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის დინამო).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის დინამო).

საქართველოს ნაკრები 26 მაისს ავსტრიაში, დაბა ბად ჰერინგში შეიკრიბება, ხოლო 1-ელ ივნისს, ქალაქ შვაცში მალტას შეხვდება. 3 ივნისიდან „ჯვაროსნები” ლუქსემბურგში გადაინაცვლებენ და ორი დღის თავზე ადგილობრივ ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]