weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტოჩინოშინი ჩვენი ქვეყნის სახე გახდა – გიორგი კვირიკაშვილი

15:21 პარასკევი, 25 მაისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი სუმოისტ ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი წარმატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონიაში საქართველოს წარმოჩენისთვის.

„ჩვენმა თანამემამულემ იაპონიაში უპრეცედენტო გამარჯვებები მოიპოვა. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას მთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში - თავად ლევანს. ჩვენ გვეამაყება ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე - ნაცუ ბაშოზე, 24 მაისს, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოს ნამდვილად ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]