weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

მიშელ პლატინის ბრალდება მოუხსნეს

12:05 ორშაბათი, 28 მაისი 2018 hits 806

UEFA-ს ყოფილ პრეზიდენტ მიშელ პლატინის, რომელსაც ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, ბრალდება მოუხსნეს. როგორც ირკვევა, შვეიცარიის პროკურატურას პლატინის საქმესთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა.

ბრალდების მოხსნის მიუხედავად, პლატინი ფეხბურთში 2019 წლის ოქტომბრამდე ვერ დასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს ეთიკის კომისიამ პლატინი ხსენებული თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლა. ფრანგ ჩინოსან FIFA-ს ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერისგან 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონოდ მიღებაში ედავებოდნენ. თავის მხრივ, პლატინი ამტკიცებდა, რომ ეს თანხა ბლატერის მრჩევლად მუშაობის პერიოდში კანონიერად გამოიმუშავა.

ბრალდების გამო თავდაპირველად პლატინის ფეხბურთში მუშაობა 8 წლით აუკრძალეს, ხოლო შემდეგ ეს ვადა 4 წლამდე შეუმცირეს. შარშან ზაფხულში შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ 62 წლის პლატინის აპელაცია 4-წლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავი მიშელ პლატინი UEFA-ს 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობისას ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბევრი სიახლე დანერგა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]