weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ეგვიპტეში მოჰამედ სალაჰის საკომპენსაციოდ მილიარდ ევროს ითხოვენ

10:25 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. სალაჰის სამშობლო ეგვიპტეში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს იმის მოთხოვნით, რომ FIFA-მ სერხიო რამოსს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აუკრძალოს. გარდა ამისა, ეგვიპტელი ადვოკატი ბასემ ვაჰბა რამოსისგან კომპენსაციის სახით 1 მილიარდი ევროს გადახდას ითხოვს.

ეგვიპტეში სერხიო რამოსის დიისკვალიფიკაციის მოთხოვნით 500 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვდა.

რაც შეეხება ბასემ ვაჰბას, ადვოკატს მიაჩნია, რომ რამოსმა განზრახ უხეშობით ეგვიპტის ნაკრების ლიდერს განგებ მიაყენა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა. ვაჰბას აზრით, ფსიქოლოგიური ზიანი ასევე მიადგა მთლიან ქვეყანას, რომელსაც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მოჰამედ სალაჰის ეიმედებოდა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად სალაჰმა მხრის ტრავმა მიიღო და ფინალური მატჩი ვეღარ გააგრძელა. გარდა ამისა, რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]