weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გერმანია ჩემპიონის ტიტულის დაცვას განახლებული გუნდით ეცდება

10:36 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სამუნდიალედ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, სადაც მრავალი სიახლე და სენსაციაცაა.

მთავარი მოულოდნელობა და საყოველთაო სიურპრიზი 23-კაციან განაცხადში ლეროი სანეს ვერმოხვედრაა. „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა შემტევს დიდებული სეზონი ჰქონდა, თუმცა ლიოვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად ჩემპიონატისთვის დაბეჭდილი პოსტერებიც იყო გაკრული სანეს გამოსახულებით, რომლებიც უმალ ჩამოხსნეს.

„ბუნდესმანშაფტში“ ასევე ვერ მოხვდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: შკოდრან მუსტაფი, მარიო გიოცე, ემრე ჯანი, ლარს შტინდლი და სანდრო ვაგნერი. ეს უკანასკნელი იოახიმ ლიოვმა გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ შეიყვანა, რამაც „ბაიერნის“ 30 წლის ფორვარდის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და განცხადება გააკეთა ნაკრებიდან სამუდამო წასვლაზე. არადა სანდრო ვაგნერმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 გოლი გაიტანა და უკანასკნელ სეზონში ბავარიული კლუბის მაისურით გოლებსაც რეგულარულად იტანდა.

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონი გერმანია წარმატების მიღწევას ამ შემადგენლობით შეეცდება, რომელიც ჩემპიონი ვეტერანებისა და ახალგაზრდა წევრების ნაზავს წარმოადგენს:

მეკარეები: 1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) 12. კევინ ტრაპი (პარი სენ-ჟერმენი) 22. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: 2. მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა) 3. იონას ჰექტორი (კიოლნი) 4. მათიას გინტერი (მიონხენგლადბახის ბორუსია) 5. მატს ჰუმელსი (ბაიერნი) 15. ნიკლას ზიულე (ბაიერნი) 16. ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი) 17. ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი) 18. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი).

ნახევარმცველები: 6. სამი ხედირა (იუვენტუსი) 7. იულიან დრაქსლერი (პარი სენ-ჟერმენი) 8. ტონი კროოსი (რეალი) 10. მესუთ იოზილი (არსენალი) 14. ლეონ გორეცკა (შალკე 04) 19. სებასტიან რუდი (ბაიერნი) 20. იულიან ბრანდტი (ლევერკუზენის ბაიერი) 21. ილქაი გიუნდოღანი (მანჩესტერ სიტი).

თავდამსხმელები: 9. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) 11. მარკო როისი (დორტმუნდის ბორუსია) 13. თომას მიულერი (ბაიერნი) 23. მარიო გომესი (შტუტგარტი).

F ჯგუფში განთესილი გერმანია მუნდიალზე პირველ მატჩს 17 ივნისს, მოსკოვში მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მეორე ტურში (23 ივნისი) შვედეთს შეხვდება, მესამე თამაშს კი 27 ივნისს სამხრეთ კორეასთან გამართავს. იქამდე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები 8 ივნისს, ლევერკუზენში ამხანაგურ შეხვედრაში საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]