weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ბელგია რუსეთისთვის დაირაზმა

12:47 სამშაბათი, 05 ივნისი 2018 hits 1132

ბელგიის ნაკრების ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ „წითელი ეშმაკების“ სამუნდიალე განაცხადშია კაპიტანი ვენსან კომპანი, რომელმაც პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა იგი გამოჯანმრთელებას.

ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ასოციაციის ცნობით, სიაში 24-ე მოთამაშე მოხვდა - იმ შემთხვევაში თუ კომპანი ტრავმას ვერ მოირჩენს, მას განაცხადში ლორან სიმანი (ლოს ანჯელესი) ჩაანაცვლებს.

ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც მართლაც განებივრებულია მაღალი კლასის ფეხბურთელებით, მთავარი დანაკლისი „რომას“ შუახაზელი რაჯა ნაინგოლანია, რომელიც რობერტო მარტინესთან პირად უთანხმოებას შეეწირა და მუნდიალზე ვერ მოხვდა. ინდონეზიური ფესვების მქონე ნახევარმცველმა ნაკრებიდან წასვლაზე განცხადება უკვე გააკეთა.

გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ: მეკარე მაც სელსი (ნიუკასლი), მცველები - ჯორდან ლუკაკუ (ლაციო), ქრისტიან კაბასელე (უოტფორდი) და თავდამსხმელი ქრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი). ესპანელმა მწვრთნელმა ასევე უარი თქვა კევინ მირალასსა (ევერტონი) და დივოკ ორიგიზე (ლივერპული).

„წითელი ეშმაკები“, რომლებსაც ქომაგები და სპეციალისტები რუსეთში ფავორიტადაც მოაზრებენ, შემდეგი ფეხბურთელებით შეეცდებიან წარმატების მიღწევას:

მეკარეები1. ტიბო კურტუა (ჩელსი) 12. სიმონ მინიოლე (ლივერპული) 13. კუნ კასტეელსი (ვოლფსბურგი).

მცველები: 2. ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 3. თომას ვერმაელენი (ბარსელონა) 4. ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი) 5. იან ვერტონგენი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 15. ტომა მენიე (პარი სან-ჟერმენი) 20. დედრიკ ბოიატა (სელტიკი).

ნახევარმცველები: 6. აქსელ ვიტსელი (ტიანძინ ცუანძიანი) 7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 8. მარუან ფელაინი (მანჩესტერ იუნაიტედი) 11. იანიკ ფერეირა კარასკო (დალიან იიფანი) 17. იური ტილემანსი (მონაკო) 18. ადნან იანუზაი (რეალ სოსიედადი) 19. მუსა დემბელე (ტოტენჰემ ჰოტპსური) 22. ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი) 23. ლეანდერ დენდონკერი (ანდერლეხტი).

თავდამსხმელები: 9. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) 10. ედენ აზარი (ჩელსი) 14. დრის მერტენსი (ნაპოლი) 16. ტორგან აზარი (მიონხენგლადბახის ბორუსია) 21. მიში ბაჩუაი (დორტმუნდის ბორუსია).

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას (18 ივნისი), ტუნისსა (23 ივნისი) და ინგლისს (28 ივნისი) დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]