weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადაა

12:59 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

მსოფლიოს 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა სამშობლოში გასამართი მუნდიალისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია.

რუსეთის ნაკრები, რომელიც საერთო შეფასებით, არსებობის ისტორიაში (იგულისხმება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი რუსეთი) ახლაა ყველაზე სუსტი და ამჟამად მსოფლიო რეიტინგშიც მისთვის ყველაზე დაბალი ადგილი (66-ე) უკავია, მუნდიალს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე ხვდება.

ბრაზილიასთან მარტში გამართულ ამხანაგურ მატჩში რუსებმა მთავარი თავდამსხმელი, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წევრი ალექსანდრ კოკორინი ტრავმის გამო დაკარგეს. მანამდე გუნდმა ასევე ტრავმების გამო მოინაკლისა წამყვანი მცველები - ვიქტორ ვასინი (მოსკოვის ცსკა) და წარმოშობით ქართველი გიორგი ჯიქია (მოსკოვის სპარტაკი).

თავის მხრივ, ჩერჩესოვმა სამუნდიალედ შერჩეულ ფეხბურთელთა გაფართოებული სიიდან რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეზე თქვა უარი, ესენი არიან: მოსკოვის „სპარტაკის“ წევრები - დენის გლუშაკოვი და დმიტრი კომბაროვი, მათთან ერთად ასევე შეიძლება ვახსენოთ რომან ნოიშტედტერი (ფენერბაჰჩე), რომან შიშკინი (კრასნოდარი) და დმიტრი პოლოზი (ზენიტი).

ჩერჩესოვის გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერია: ბელგიური „ბრიუგეს“ ოსი გოლკიპერი ვლადიმირ გაბულოვი და ესპანური „ვილიარრეალის“ წევრი, მცირე ხანს მადრიდის „რეალში“ ნათამაშები დენის ჩერიშევი. რუსეთის ნაკრებში ასევეა ნატურალიზებული ბრაზილიელი, 23-კაციანი განაცხადი კი შემდეგნაირია:

მეკარეები: 1. იგორ აკინფეევი (მოსკოვის ცსკა) 12. ანდრეი ლუნიოვი (ზენიტი) 20. ვლადიმირ გაბულოვი (ბრიუგე).

მცველები: 2. მარიო ფერნანდესი (მოსკოვის ცსკა) 3. ილია კუტეპოვი (მოსკოვის სპარტაკი) 4. სერგეი იგნაშევიჩი (მოსკოვის ცსკა) 5. ანდრეი სემიონოვი (გროზნოს ახმატი) 13. ფიოდორ კუდრიაშოვი (რუბინი) 14. ვლადიმირ გრანატი (რუბინი) 23. იგორ სმოლნიკოვი (ზენიტი).

ნახევარმცველები: 6. დენის ჩერიშევი (ვილიარრეალი) 7. დალერ კუზიაევი (ზენიტი) 8. იური გაზინსკი (კრასნოდარი) 9. ალან ძაგოევი (მოსკოვის ცსკა) 11. რომან ზობნინი (მოსკოვის სპარტაკი) 16. ანტონ მირანჩუკი (მოსკოვის ლოკომოტივი) 17. ალექსანდრ გოლოვინი (მოსკოვის ცსკა) 18. იური ჟირკოვი (ზენიტი) 19. ალექსანდრ სამედოვი (მოსკოვის სპარტაკი) 21. ალექსანდრ ეროხინი (ზენიტი).

თავდამსხმელები: 10. ფიოდორ სმოლოვი (კრასნოდარი) 15. ალექსეი მირანჩუკი (მოსკოვის ლოკომოტივი) 22. არტიომ ძიუბა (ტულას არსენალი).

14 ივნისს რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოსკოვის „ლუჟინიკების“ სტადიონზე საუდის არაბეთთან მატჩით გახსნის, 19 ივნისს მეორე ტურში ეგვიპტეს შეხვდება, 25 ივნისს A ჯგუფის ბოლო მატჩში კი ურუგვაის დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]