weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„საერთო ჯამში საქართველო უკეთესი გუნდია“ - გურამ კაშია

11:00 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ განვლილი ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა. სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში „ვიტესის“ კაპიტანმა“ აღნიშნა, რომ მთლიანობაში ნაყოფიერი შეკრება იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღეს.

კაშიამ ლუქსემბურგთან თამაშსა და „ჯვაროსნების“ მარცხზეც გააკეთა კომენტარი.

„პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში, როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი, რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა. დასანანია ასეთი მარცხი, მაგრამ საერთო ჯამში უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან, ვინც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - წინა ხაზში. ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათთვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ. უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში, რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე, უნდა მოიგო", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 სექტემბერს, UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით, ყაზახეთის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]