weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

10:48 ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 hits 1290

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ.

სლოვაკი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაემატა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ წარმოადგენს.

ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ოთხი - საქართველოს ეროვნული ლიგიდან:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („მორეირენსე“, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“).

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ესბიერგი“, დანია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის „ლოკომოტივი“, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე („ურალი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“, ლატვია), ლაშა დვალი („ირტიში“, ყაზახეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სტად დე რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი („დიოშდიორი“, უნგრეთი), ვაკო გვილია („ბ.ა.ტ.ე.“, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის „სპარტაკი“, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის „ვისლა“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის „დინამო“).

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ეთნიკოსი“, კვიპროსი), ელგუჯა ლობჟანიძე („ორენბურგი“, რუსეთი), გიორგი არაბიძე (დონეცკის „შახტარი“, უკრაინა), ბაჩანა არაბული (თბილისის „დინამო“). 

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: 

ჯაბა ჯიღაური („ვარდარი“, მაკედონია), დავით სხირტლაძე („სილკებორგი“, დანია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის „ლოკომოტივი“), გიორგი ქიმაძე (ქუთაისის „ტორპედო“), თეიმურაზ შონია (ბათუმის „დინამო“), საბა ლობჟანიძე (თბილისის „დინამო“).

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ლორიასა და ლევან მჭედლიძის გარდა, ასევე გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე კი ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]