weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რაგბის შვიდქალა ნაკრებმა „კონფერენს დივიზიონი“ მოიგო და რანგით დაწინაურდა

10:19 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში რაგბი ევროპის ტურნირი „კონფერენს დივიზიონი“ მოიგო და გაისად „ალაფაზე“ ითამაშებს.

ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს, სლოვენიას 8 ლელო გაუტანეს და 50:10 დაამარცხეს. გოგონებმა მეორე მატჩში ლუქსემბურგს 4 ლელო გაუტანეს, საკუთარი ლელო ხელშეუხებელი შეინახეს და მეტოქეს 24:0 სძლიეს, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაში დაიბევეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებთან ქართველებმა 17:0 იმარჯვეს.

ყველაზე დაძაბული მატჩი მეოთხედფინალში სლოვაკეთთან შედგა, სადაც ქართველმა მორაგბე გოგონებამ 7:5 მოიგეს.

ნახევარფინალში გასვლა „ალაფაზე“ აღზევებას ნიშნავდა და გოგონებმა თამაში მონდომებით დაიწყეს, თავიდანვე 3 ლელო გაიტანეს და 19:5 გამარჯვებით გაიხარეს. მიზანი მიღწეული იყო, თუმცა გოგონებმა ფინალური მატჩისთვის მობილიზება მოახერხეს, თურქეთს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს, 17:12 დაამარცხეს და გაისად რანგით მაღალ, მეორე დივიზიონში ითამაშებენ, რომელსაც „ალაფა“ ეწოდება.

ტურნირზე თამაშობდნენ:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]