weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში გინესის რეკორდი დაამყარა

17:17 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 hits 1338

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ასევე გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.

27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45.6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. როსტომაშვილის მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

რეკორდსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები ოფიციალურად გაიგზავნება გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისში აღიარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძიმით განხორციელებული წინა რეკორდები ამერიკელ რონ კუპერს (45 აზიდვა) და ნორვეგიელ სვერ დიესენს (40 აზიდვა) ეკუთვნოდათ. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]