weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

რუსეთი 2018: რობი უილიამსის შოუ და მასპინძელთა სარეკორდო გამარჯვება

10:34 პარასკევი, 15 ივნისი 2018 hits 1130

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის სტადიონ „ლუჟნიკებზე“ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი. გახსნის ცერემონიის შოუში მონაწილეობა პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა და რუსმა საოპერო სოპრანომ, აიდა გარიფულინამ მიიღეს.

რობი უილიამსმა, რომელიც სამშობლოში გვარიანად გააკრიტიკეს - მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა, 30-წუთიან შოუზე ცნობილი ჰიტების მიქსი შეასრულა. პოპ-ვარსკვლავს მოგვიანებით ასევე საყოველთაო კრიტიკა დაატყდა თავს, რადგან ცერემონიის მიმდინარეობისას მაყურებელს კამერაში შუა თითი დაანახა.

რაც შეეხება გახსნით მატჩს, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსეთის ნაკრებმა დიდი ანგარიშით, საკმაოდ იოლად დაამარცხა საუდის არაბეთის ეროვნული გუნდი და არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო მუნდიალზე მატჩი ხუთბურთიანი უპირატესობით, რითაც საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა. პირველად რუსებმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნთან მოიგეს იგივე სხვაობით, ანგარიშით - 6:1. სხვათა შორის იმ მატჩში რუსეთის ნაკრების კარს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი იცავდა. ჩერჩესოვს არაბებთან შეცვლებმა გაუმართლა - ტრავმირებული ალან ძაგოევის ნაცვლად (კუნთი გაეჭიმა) მოედანზე გამოსული დენის ჩერიშევი დუბლის ავტორი და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მისი მეორე გოლი - „ვილიარრეალის“ წევრმა ე.წ. ხმელი ფოთოლით აიღო საუდელთა კარი. გოლი გაიტანა ასევე შეცვლაზე შესულმა არტიომ ძიუბამაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]