weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლას „ატლეტიკოში“ დარჩენა ამჯობინა

12:30 პარასკევი, 15 ივნისი 2018

ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 27 წლის ფორვარდი მადრიდის „ატლეტიკოში“ დარჩა და კატალონიური „ბარსელონა“, რომელსაც ძალიან სურდა მისი შეძენა, უარით გაისტუმრა.

„ჩემი გულშემატკივრები, ჩემი გუნდი, ჩემი ოჯახი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანტუან გრიზმანმა და როგორც ესპანური მედია იტყობინება, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგი „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ფრანგმა ფორვარდმა, რომელიც მადრიდულ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]