weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

სკოლის მოსწავლე მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

12:21 შაბათი, 16 ივნისი 2018 hits 697

უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სკოლამდელ ჭაბუკებს შორის, ფინალში გასვლა საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოახერხა, თუმცა სამივე მათგანი რუს მეტოქესთან დამარცხდა.

საბოლოოდ, ვერცხლის მედლები ნიკოლოზ სანთელაძეს (41 კგ), გიგი ქურხულსა (52 კგ) და მიშიკო კალაიჯიშვილს (75 კგ) ერგოთ, დავით კუჭუაშვილმა (68 კგ) კი ნახევარფინალში წაგების შემდეგ მობილიზება მოახერხა და ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი დაისაკუთრა.

დღეს ევროპირველობის ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ და ქართველთა მხრიდან მარინა სადკოევა (36 კგ) და მაია ფანჩულიძე (66 კგ) იასპარეზებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]